Dienstag, 23. April 2013

მოსაზრებები საქართველოს წინაშე მდგომი საგარეო-პოლიტიკური გამოწვევების თაობაზე






niko berZeniSvilis cnobili mosazreba –- „saqarTvelos istoriis Tavisebureba swored imaSi mdgomareobs, rom  saga­reo-politikur faqtors QqarTveli eris cxovrebaSi xazgasmiT wamyvani mniSvneloba eniWeboda da ganapirobebda mis Sida ganviTarebas sxva qveynebisagan gansxvavebiT, sadac, rogorc wesi, sagareo politika saSinao viTarebiT aris xolme ganpirobebuli“ – samwuxarod dResac uaRresad aqtualuria.

upirveles yovlisa unda vaRiaroT, rom dRes msoflioSi mimdinare procesebi mesame msoflio omis tolfasia, da rom mxolod am viTarebaSia SesaZlebeli CvenTvis Tanamedrove msoflioSi sakuTari adgilis povna da damkvidreba.

mokled, rom vTqvaT saqarTvelos sagareo politikuri doqtrina uaxloesi momavlisaTvis Semdegnairad gvesaxeba:

ყბადაღებული საკითხიურთიერთობების გარკვევა რუსეთთან, მასთან საერთო ენის გამონახვაის თემა გახლავთ, რასაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები ერთის მხრივ ერთსულოვნად გვიკიჟინებენ, მეორეს მხრივ კი კმაყოფილებით მიესალმებიან ქართული მხარის ყოველგვარ აგრესიულ გამონათქვამსა თუ ქმედებას რუსეთის მისამართით. ზედმეტია საუბარი იმაზე თუ რაოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის იმ ხანგრძლივი 200 წლიანი პოლიტიკური პრობლემის გადაჭრა რასაც რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება - მოწესრიგება ქვია. ნიშანდობლივია, რომ ისტორიულად ყოფილი კოლონიისა და ყოფილი მეტროპოლიის დაშორება მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ პირველის მოცემულ საზღვრებში ოფიციალურად DE JURE ცნობის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რაცდიდიანუ ჩარჩო ხელშეკრულების დადებაში გამოიხატებოდა. ამდენად ჩვენთვისაც საბოლოო მიზანს სწორედ ამგვარი ხელშეკრულების მიღწევა უნდა წარმოადგენდეს. ეს მიმართულება ქართული დიპლომატიისათვის ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ფრონტის ხაზს წარმოადგენს. ვგონებთ არ სჭირდება მტკიცება იმ გარემოებას, რომ რუსეთი შორს არის თავის ყოფილ კოლონიებთან ისეთივე ცივილიზებული ფორმით დაშორების სურვილისაგან, როგორც ეს ინგლისმა და საფრანგეთმა მოახერხეს. სწორედ ამიტომ, ქართული მხარის ყოველგვარი აგრესიული გამონათქვამი თუ ქმედება რუსეთის მისამართით, რუსულ საგარეო-პოლიტიკურ ინტერესს ასხამს წყალს და კრემლშიც ასევე კმაყოფილებით აღიქმება. ეს უკანასკნელმა ოცმა წელიწადმა თვალნათლივ გვაჩვენა. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საქართველოში ინსპირირებული შიდა კონფლიქტებიც ხომ ძირითადად თვით ამგვარი ხელშეკრულების იდეის დევალვაციას და მისი მიზანშეწონილობის კითხვის ქვეშ დასმას ემსახურებოდნენ. ხაზს უსვამდნენ მის შეუძლებლობას. საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დამკვიდრებული გამუდმებული casus belli- ვითარებაში და განსაკუთრებით კი 2008 წლის შემდეგ შექმნილი, რუსული დიპლომატიის მიერახალ ვითარებადწოდებული რეალობის პირობებში სუვერენიტეტისა თუ ტერიტორიალური დათმობის გარეშე ბილატერალური შეთანხმება რუსეთთან წარმოუდგენლად რთულ ამოცანად მიგვაჩნია. ამდენად ამ გზაზე აუცილებლად შუამავალია საჭირო. აშშ- დღევანდელ საგარეო პოლიტიკურ დოქტრინაში რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის ფუნქცია ჯერ-ჯერობით არ იკვეთება. ამ ეტაპზე ამგვარ შუამავლად ევროკავშირი თუ გამოდგება. მით უფრო, რომ ეს ეუთოს პოზიციიდან იგრძნობა კიდეც. ნიშანდობლივა, რომ ისტორიაში ამგვარი პრეცედენტი არსებობს. 1918 წელს გერმანიამ შეასრულა შუამავლის ფუნქცია საქართველოსა და რუსეთს შორის. ამის დადებითი შედეგი გახლდათ ბრესტ-ლიტოვსკის დამატებითი ხელშეკრულების (1918 . 27 აგვისტო) მე-13 მუხლი. რომლის ძალითაც საბჭოთა რუსეთი აცხადებდა თანხმობას იმაზე, რომ გერმანიის მთავრობას ეცნო საქართველო, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზმი. ამის საფუძველზე მოხდა ქართულ-რუსული ხელშეკრულების ხელმოწერა 1920 . 7 მაისს, რასაც თავის მხრივ მოჰყვა საქართველოს de Jure ცნობა მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების მიერ პირველი მსოფლიო ომის მიწურულს...
დღეს ევროპა საკონსტიტუციო და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად ძალების მოკრების სტადიაშია და ევროკავშირის სახით თუ არა მისი ლიდერის - გერმანიის სახით მაინც აშშ - რუსეთს შორის თავისი ადგილის პოვნისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება. ამ გზაზე კი მშვიდობიანი შუამავლის ფუნქცია საქართველოსა და რუსეთს შორის გერმანიას საერთაშორისო ასპარეზზე უზარმაზარ მორალურ დივიდენდს მოუტანს. ქართული მხარისათვის კი გერმანია, ამ თვალსაზრისით ხელსაყრელი პარტნიორია, რომელიც  როგორც მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ნათლია (1918) მორალურ პასუხისმგებლობას იკისრებს. ამავე დროს კავკასიურ საკითხებში რუსეთ - აშშ- მისწრაფებების გამაწონასწორებელი, საქართველოზე ორიენტირებული ძალის ჩართვა ქართულ დიპლომატიას დასახული ამოცანების შესრულებას ბევრად გაუადვილებს. უნდა ითქვას, რომ გერმანიის პოლიტიკურ წრეებში ამგვარი კონსტრუქციის შესაძლებლობის შესახებ ცალსახა და გამოკვეთილი მზადყოფნა იქნა გამოთქმული ჯერ კიდევ 1993 და 1995 წლებში (სამწუხაროდ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება არ იყო მზად ამგვარი კონსტრუქციისათვის). იგივე თემამ გაიჟღერა 2012 წლის 14 მაისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ თემატურ დისკუსიაში. amitom qarTuli diplomatiis mier SemuSavebuli stabilurobis paqti evropasTan araTu realuria, aramed saqarTvelos sagareo politikuri doqtrinis erT erTi prioritetuli amocana gaxlavT. amgvari dokumentis saCvenod SemuSavebis saSualebas iZleva somxeT-azerbaijanis dapirispireba. amgvari dokumentis warmatebuli amoqmedeba ki afxzeTis problemis dadebiTad gadaWris sawindaric iqneba. ბუნებრივია, პარალელურად და ამისგან დამოუკიდებლად ქართული მხარე დაუყოვნებლივ უნდა შეუდგეს კონცეფციის შემუშავებას რუსეთზე დიპლომატიური, კულტურული, სოციალური და ეკონომიკურიფრონტალური შეტევისათვის“. ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ურთიერთობების აღდგენას ყველა დონეზე, რაც პირობითად შეიძლება ოფიციალურ და არაოფიციალურ (ანუ სახალხო) დიპლომატიებად წარმოვიდგინოთ. და ვინაიდან ოფიციალური დიპლომატია შეზღუდულია ქმედების თავისუფლებაში, ჩვენის ღრმა რწმენით სახალხო დიპლომატიაც მან უნდა მართოს. ამ თვალსაზრისით კი ურთიერთშეხების წერტილები საერთო პრობლემებში უფრო ადვილად მოიძებნება.